სიახლეები

დინამომ სლოვენიაში პირველად ივარჯიშა

გაუზიარე

ქართული კლუბებიდან პირველმა საზღვარგარეთული შეკრება დინამო თბილისმა დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდმა სლოვენიას მიაშურა, სადაც ქალაქ პტუის სასტუმრო „გრანდ ოტელ პრიმუსში“ დაბინავდა. გუშინ საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გეგუჩაძემ გუნდი მსუბუქად დატვირთა.

დინამო მალე სრული შემადგენლობით შეიკრიბება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულები, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა თოთაძე და მათე ცინცაძე გუნდს 14 ივნისს შეუერთდებიან.

პირველ საკონტროლო მატჩს დედაქალაქელები 15 ივნისს გამართავენ. მათი მეტოქე მაკედონიური შკენდია იქნება. ამის შემდეგ კი დინამო სლოვენიურ დომჟალეს, სლოვაკურ ჟილინასა და რუმინულ პეტროლულს გაეჯიბრება.

ლევან ჯანეზაშვილი