სიახლეები

ჰუფნაგელი ფრაიბურგში: სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა

გაუზიარე

21 წლის ნახევარმცველმა ლუკა ჰუფნაგელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მეორებუნდესლიგელ ფრაიბურგთან. ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან შევიტყვეთ. როგორც იცით, ფრაიბურგი ბუნდესლიგაში იყო და გავარდა. 

“ჩვენი თამაში” უკვე წერდა, რომ ჰუფნაგელის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ფეხბურთელი გუშინ ჩავიდა ფრაიბურგში, კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და ყველაფერი გაირკვა. კრისტიან შტრაიხის გუნდი ვარჯიშს 22 ივნისიდან დაიწყებს. 

როგორც იცით, ჰუფნაგელი ბოლოს მესამებუნდესლიგელ უნტერჰახინგში თამაშობდა და ჩანს, საკმაო პროგრესი განიცადა: სხვაგვარად ფრაიბურგი არ გადაიყვანდა. შეგახსენებთ, ჰუფნაგელს ქართველი დედა ჰყავს, 2010 წლიდან ფლობს ქართულ პასპორტს და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.  

იმედია, ლუკასი ფრაიბურგში თავს გამოიჩენს. ეს ის კლუბია, სადაც ახალგაზრდებს განსაკუთრებით ენდობიან. თანაც, ფრაიბურგს უფრო ხშირად ბუნდესლიგაში უთამაშია და, წესით, მეორე ბუნდესლიგაში ლიდერთა შორის უნდა იყოს. 

ილია ნანობაშვილი