სიახლეები

კირკიტაძე ტორპედოში რჩება

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ გადაწყვიტა, კარიერა კვლავაც იმერულ კლუბში გააგრძელოს. 22 წლის ნახევარმცველი ტორპედოს ზამთარში ებრაული ირონი ტიბერიასიდან შეუერთდა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეში მან 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 

კირკიტაძის აქტივშია უმაღლესი ლიგის ყველა დროის რეკორდიც – ლანჩხუთის გურიას კარი მან შეხვედრის მე-8 წამზე დალაშქრა, რაც ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში უსწრაფესი გოლია.

ისრაელისა და ტორპედოს გარდა, კირკიტაძეს სამტრედიას, საჩხერის ჩიხურას, რუსთავის მეტალურგისა და ზუგდიდის შემადგენლობაში უთამაშია.

ლევან ჯანეზაშვილი