სიახლეები

შარიქაძე ივლისიდან შუქურაში

გაუზიარე

სამტრედიას ყოფილი ნახევარმცველი ლევან შარიქაძე ივლისიდან ქობულეთის შუქურაში ითამაშებს. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. შარიქაძის თქმით, მისი კონტრაქტი შუქურასთან ერთწლიანი იქნება და ოფიციალურად ხელშეკრულება 1 ივლისს გაფორმდება. 25 წლის შარიქაძე სამტრედიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ზესტაფონიდან წასვლის შემდეგ ჩაირიცხა, ზესტაფონში კი 2012 წელს გაგრადან გადავიდა და საკმაოდ კარგი პერიოდი გაატარა.

შარიქაძემ სამტრედიასთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც მისი გუნდი 0:5 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გადაწყდა სამტრედიადან სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების დიდი ნაწილის წასვლა. შუქურა ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას 20 ივნისს დაიწყებს.

ოთო მუმლაძე