სიახლეები

პოლონეთ-საქართველოს ბელარუსი განსჯის

გაუზიარე

უეფამ პოლონეთისა და საქართველოს ევროშესარჩევი მატჩის მსაჯები დანიშნა. შეხვედრას ბელარუსი ალექსეი კულბაკოვი გაუძღვება. 

ცნობისთვის, კულბაკოვი 35 წლისაა და ცხადია, ფიფას არბიტრია. პირველი საერთაშორისო მატჩი 2009 წელს განსაჯა, იქიდან მოყოლებული კი, რეგულარულად ნიშნავენ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებზე კულბაკოვს არანაკლები გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ კულბაკოვმა ევროპის 19-წლამდელთა 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმუშავა და ფინალური მატჩის გაძღოლაც კი მიანდეს. იმ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა, თუმცა ბელარუს არბიტრს ჩვენი მატჩი არ უმსაჯია.

პოლონეთი-საქართველო ვარშავის ეროვნულ სტადიონზე პარასკევს, 13 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით შეგვეძლება.

ლევან ჯანეზაშვილი