სიახლეები

ეროვნული ნაკრები: მორიგი დღე ავსტრიაში

გაუზიარე

კახა ცხადაძის გუნდი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას ვინდისგარშტენში განაგრძობს. 10 ივნისს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მხოლოდ ის მოთამაშეები მონაწილეობდნენ, რომლებიც უკრაინასთან სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ. გუნდმა ერთჯერადი ვარჯიში დილით ჩაატარა, დღეს კი ქართველი ფეხბურთელები ავსტრიაში ერთხელაც და ბოლოს ივარჯიშებენ. გუნდი ავსტრიის ქალაქ ლინციდან ჩარტერული რეისით 12 ივნისს ვარშავაში გაემგზავრება.

ლევან მჭედლიძემ და გოგიტა გოგუამ, რომლებიც ნაკრებს შეკრებაზე ახლდნენ, უკრაინასთან მატჩის შემდეგ დატოვეს ავსტრია. 

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ფეხბურთელების პროგრესზე ისაუბრა:

„არ მინდა გავამხვილო ყურადღება იმ ინდივიდუალურ შეცდომებზე, რომლებიც უკრაინასთან თამაშის დროს იყო და რასაც გოლი მოჰყვა. როგორც მწვრთნელისთვის, ამ ეტაპზე შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მთავარია, გუნდს აქვს პროგრესი და ეს ამ შეკრების შემდეგ ყველაზე კარგად გამოჩნდა.  ავსტრიაში დარჩენილ ორ დღეს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ნაკრებმა შეცდომები მინიმუმამდე შეამციროს. პოლონეთთან პრინციპული თამაშია და ოფიციალურ შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.

ოთარ გიორგაძე ავსტრიიდან