სიახლეები

მარცხი ამხანაგურ შეხვედრაში [ვიდეო]

გაუზიარე
საქართველო – უკრაინა 1:2

ამხანაგაური მატჩი. 9 ივნისი, ქალაქი ლინცი, ავსტრია

საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე (კახა ალადაშვილი 71'), გურამ კაშია (ლაშა სალუქვაძე 46'), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ვალერი ყაზაიშვილი (მათე ვაწაძე 71'), ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ლევან ყენია 46'), ბაჩანა ცხადაძე (გიორგი ჭანტურია 46')

მთ. მწვრთნელი: კახა ცხადაძე

უკრაინა: ბოიკო, გარმაში (სიდორჩუკი 46), გუსევი (შევჩუკი 46), ხაჩერიდი, კონოპლიანკა (ოლეინიკი 76), კსონცი, მოროზუკი, რაკიცკი, როტანი (ტიმოშუკი 46), სელეზნიოვი (კრავეცი 46), სტეფანენკო (რიბალკა 46)

მთ. მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო

გოლები: 0:1 კრავეცი (57), 0:2 კონოლიანკა (67), 1:2 ვაწაძე (ლევან ყენიას პასი 81)

მსაჯი:
მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

გაფრთხილება: ხაჩერიდი (7)

კახა ცხადაძე: "თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა გვქონდა: სწორი თამაში, დაცვითი ფუნქციების შერულება, სწრაფად ბურთს ართმევა და შეტევა. პირველ ტაიმში ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სითამამე გვაკლდა. მეორე ნახევარში თამაში გადავაწყეთ და რაღაცეები შევცვალეთ, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბოლო მომენტში მომატება გვმართებდა. მე კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით და არა შედეგით, რა თქმა უნდა. მალტისა და გერანიის თამაშების შემდეგ პროგრესი აშკარაა და თუ ამ მიმართლებით გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს."

ეროვნული ნაკრები მზადებას ავსტრიაში გააგრძელებს. დღეს გუნდი არასრული შემადგენლობით ივარჯიშებს, წვრთნაში მხოლოდ ის ფეხბურთელები ჩაერთვებიან, რომლებსაც უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არ უთამაშიათ. ჩვენი ბიჭები ვარშავაში 12 ივნისს გაემგზავრებიან და მეორე დღეს ვარშავის ნაციონალურ სტადიონზე პოლონეთს ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური