სიახლეები

17-წლამდელების სამზადისი - ნაკრები „პრეზიდენტის თასისთვის“ ემზადება

გაუზიარე

საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები (1999 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზეა“ დაბინავებული.

12 და 15 ივნისს, 17-წლამდელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან. მატჩები დინამოს აკადემიაში გაიმართება და საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, 16 ივნისს ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც ყოველწლიურ, ტრადიციულ ტურნირში - „პრეზიდენტის თასი“ - მიიღებს მონაწილეობას.

მომავალი ამხანაგური მატჩისა და საერთაშორისო ტურნირისთვის შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ამაშუკელი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი,  ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე, გიორგი კაკულია („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა), უჩა ჯანაშია („ჩემპიონი“)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

 

სფფ-ის პრესსამსახური