სიახლეები

ქართველებმა აზერბაიჯანელებს U16-შიც აჯობეს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემდეგ, ჩვენმა კიდევ ერთმა ნაკრებმა U16–მა, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა აზერბაიჯანელ თანატოლებთან. ზუგდიდში,  მატჩები   „ბაიას“ ბაზაზე გაიმართა. ნაკრების მთავარ მწვრთნელს გერონტი ნაჭყებიას შეკრებაზე ლანჩხუთის გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო–საფეხბურთო სკოლის, სენაკის მუნიცეპალიტეტის განვითარების ცენტრის,  ქობულეთი კომპლექსური სასპორტო სკოლისა და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთინების საფეხბურთო  გუნდის გოგონები ჰყავდა გამოძახებული.

პირველი შეხვედრა ქართველმა გოგონებმა დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს. გოლები ჩხარტიშვილმა, ნარსიამ, ბაქრაძემ და ბაჯელიძემ გაიტანეს.  ორი გოლი გავიდა ამ გუნდების მეორე ამხანაგურ შეხვედრაში, აქედან მხოლოდ ერთი არის ქართველების, კერძოდ კი ნარსიას ანგარიშზე. საქართველოსა და აზერბაიჯანის U16–ის  ნაკრები გუნდების მეორე შეხვდერა ფრედ 1:1 დასრულდა.

გერონტი ნაჭყებია:  სასკოლო გამოცდების გამო, მოთამაშეთა დიდი ნაწილი გვაკლდა. ამას დაემატა თბილისში მიმდინარე ქვეყნის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ფუტსალში, სადაც ჩვენი ნაკრების რამდენიმე ქუთაისელი გოგონაც მონაწილეობდა. შესაბამისად, ჩვენს U16–ი აზერბაიჯანელებთან სათამაშოდ, ორივე თამაშში არასრული შემადგენლობოთ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, გოგონებით კმაყოფილი  ვარ და მიმაჩნია, რომ ქართულ ქალთა ფეხბურთს, საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული თაობა ეზრდება. ბუნებრივია, თუ იქნება ამ მიმართულების სწორი განვითარება.  

სფფ–ს პრესამსახური