სიახლეები

სამტრედიამ იოსელიანი და შერგელაშვილი დაიმატა

გაუზიარე

სამტრედიაში გუნდის მთავარი მწვრთნელისა და ზოგიერთი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ სიახლეებია. იმერულ კლუბთან გუშინ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის ყოფილმა ფეხბურთელებმა, გიგი იოსელიანმა და ლაშა შერგელაშვილმა გააფორმეს კონტრაქტები, რომლებიც 1+1 პრინციპით შედგა. ახალ კლუბში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ „ჩვენს თამაშთან“ კომენტარი გივი იოსელიანმა გააკეთა: 

,,როგორც ჩემთვის ცნობილია, სამტრედიაში ყველაფერი თავიდან იწყება. ამ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება დიდწილად თანამედროვე სტილის მიმდევარი მწრვთნელის ფაქტორმა განაპირობა. გარდა ცეცაძესთან მუშაობისა, სამტრედიაში წყნარ და პროფესიონალურ გარემოში მუშაობის გარანტია, ეს კი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, რომელსაც დღესაც ვგრძნობ და მინდა, მათ წარმატება ვუსურვო”. 

აღსანიშნავია, რომ იოსელიანიც და შერგელაშვილიც ამპლუით მარცხენა მცველები არიან. ამ პოზიციაზე სამტრედიაში დავით კვირკველია და გიორგი თევზაძე თამაშობდნენ, თუმცა იმერული კლუბი ორივემ დატოვა. იოსელიანმა გასული სეზონი ცხინვალში გაატარა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი ქუთაისის ტორპედოს მიაშურა. რაც შეეხება შერგელაშვილს, ის დინამო თბილისში გასულ წელს ტორპედოდან გადავიდა. 

ოთო მუმლაძე