სიახლეები

გაბედავა ბათუმისთვის გაიტანს

გაუზიარე

წინა სეზონში ევროსარბიელზე ქართული გუნდებიდან ყველაზე კარგად საჩხერის ჩიხურამ იასპარეზა, საჩხერელთაგან კი გამორჩეული იყო ფორვარდი გიორგი გაბედავა, რომელმაც 4 ევროგოლი გაიტანა. ევროტურნირის შემდეგ გაბედავამ სამტრედიას მიაშურა, მაგრამ ტრავმიანობის გამო საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა და ჩემპიონატის შემდეგ სამტრედიადან ბათუმის დინამოში გადავიდა. როგორც იცით, ბათუმელებმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს და შემადგენლობის გაძლიერებაზეც დაიწყეს ზრუნვა. გაბედავას მისვლით თავდასხმის ხაზში კონკურენცია გაიზრდება, რადგან გუნდში არიან გიორგი ბერიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი, რომლებმაც კარგად ჩაატარეს ჩემპიონატი და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იოლად არ დათმობენ.

სავარაუდოდ, ბათუმის დინამოში კიდევ ერთი ახალწვეული გამოჩნდება, საუბარია ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილზე, რომელიც ბოლოს ასევე სამტრედიაში თამაშობდა.

პაატა ძნელაძე