სიახლეები

ემერი ბარსას: თბილისში შეხვედრამდე

გაუზიარე

ვულოცავ ბარსელონას გამარჯვებას. თბილისში შეხვედრამდე _ სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპის ლიგის მომგები სევილიას თავკაცი უნაი ემერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას გამარჯვებას.
უნაიმ ემერიმ ბარსელონას წარმატება ფინალის დასრულებისთანავე მიულოცა და 11 აგვისტოს თბილისურ შეხვედრამდე დაემშვიდობა.    

ესპანელი მწვრთნელის სიტყვებს ვფიქრობთ განმარტება არ სჭირდება, ბერლინის მატჩმა ხომ თბილისურ სუპერთასის მატჩში სევილიას მეტოქე გაარკვა _ ბარსელონა! 

მაშ ასე, 11 აგვისტოს თბილისის დინამო-არენაზე ერთმანეთს ევროპის სუპერთასს ერთმანეთს ბარსელონა - სევილია შეეცილებიან.
შეგახსენებთ, ესპანურმა სევილიამ 27 მაისს ევროპის ლიგის ფინალში უკრაინული დნიპრო 3:2 დაამარცხა, ხოლო ბარსელონამ შაბათს ბერლინის ოლიმიაშტადიონზე იუვენტუსი 3:1 დაამარცხა.