სიახლეები

ვაწაძემ დაამრგვალა - 20!

გაუზიარე

დანიის პირველი ლიგა დასრულდა და ორჰუსმა დამაჯერებლად დაიკავა მეორე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მომდევნო სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებს. მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გუნდმა ბოლო ტურში აბ კოპენჰაგენს 5:3 სძლია. ორივე ქართველი სასტარტოში იყო და მათ გოლებიც მიითვალეს. 

სხირტლაძემ და ვაწაძემაც პირველ ტაიმში მოახერხეს თავის გამოჩენა. სხვათა შორის, შესვენებისთვის ორჰუსი 4:0-ს იგებდა. როგორც იცით, ორჰუსში დავით დევდარიანიც ირიცხება, თუმცა წელის ტრავმა აწუხებს და ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. დევდარიანის ტრავმა ქრონიკულია და ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, როდის შეძლებს მინდორზე დაბრუნებას. 

და რაც შეეხება ვაწაძეს, მას სეზონში 20 გოლი დაუგროვდა და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.   

ილია ნანობაშვილი