სიახლეები

გიგაური კოლხეთს დაშორდა, მსურველი სამია

გაუზიარე

არცთუ დიდი დაფინანსების მიუხედავად, ფოთის კოლხეთმა უძლიერესთა სორის ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო და ამაში თავისი წვლილი შეიტანა საყრდენმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა, რომელიც კოლხეთში ზამთრის შესვენებისას მივიდა ცხინვალიდან. გიგაურმა ფოთელთა რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელმა გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.

ჯერჯერობით, გაგვიჭირდება კონკრეტული გუნდის დასახელება, თუ სად გააგრძელებს კარიერას 22 წლის ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მსურველი სამია. ლაპარაკია გიგაურის ყოფილ გუნდ ქუთაისის ტორპედოზე, სამტრედიაზე და უმაღლეს ლიგაში ახლახან დაბრუნებულ თბილისის ლოკომოტივზე. არის უცხოური ვარიანტებც, მაგრამ უფრო რეალური საქართველოში დარჩენა და ზემოთ ჩამოთვლილ კლუბთაგან რომელიმეში გადასვლაა.

პაატა ძნელაძე