სიახლეები

ინტერს სვანაძე გაწვრთნის

გაუზიარე

ბაქოს ინტერს მომავალ სეზონშიც ქართველი მთავარი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. დედაქალაქელებს ზაურ სვანაძე გაწვრთნის. სვანაძე ინტერში კახა ცხადაძის ასისტენტი იყო და მის საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ბაქოელთა პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა არჩევანი კიდევ ერთ ქართველ მწვრთნელზე შეაჩერა.

„გუნდი ახლა შვებულებაშია, 10 ივნისს კი ფეხბურთელები ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით შეიკრიბებიან და მომავალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყება. ახლა ინტერში სერიოზული ცვლილებების დროა და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება“, - ნიკოლოვმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ინტერმა აზერბაიჯანის ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში 62 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდის ღირსებას კი გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე იცავდნენ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ინტერიდან ოთხივე მათგანი აპირებდა წამოსვლას, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლომაია კვლავ ინტერის ღირსებას დაიცავს.

პაატა ძნელაძე