სიახლეები

ეროვნული სრული შემადგენლობით შეიკრიბა

გაუზიარე

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა. რამდენად მძიმეა მისი ტრავმა, დღეს გაირკვევა. დღესვე, 18:00 საათზე, გუნდი უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინა ბოლო ვარჯიშს გამართავს ლინცის სტადიონზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ხვალ, 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში შედგება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

სფფ-ის პრესსამსახური