სიახლეები

რამდენიმე საათში კანადაში, ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი და შვეიცარია - ეს იმ ევროპული ქვეყნების ნაკრებებია, რომლებიც დღეიდან კანადაში, ქალთა შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში ჩაებმებიან. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, კანადის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რიცხვი ოცდაოთხამდე  არის გაზრდილი.  1/8 ფინალში 6 ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხიც, საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდი გადის.

ევროპული გუნდებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რის გამოც მათ დღეიდან კანადაში სრული მობილიზაცია სჭირდებათ, 2016 წლის ბრაზილიის ოლიმპიური თამაშებია. ინგლისის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გარდა,  კიდევ 3 ევროპულ ნაკრებს აქვს რიოს საგზურის მოპოვების შანსი. ის, კი არა და თუ საჭირო გახდა, ევროპული გუნდებისთვის ბრაზილიური ოლიმპიური საგზურების მოსაპოვებლად, 2016 წლის თებერვალ-მარტში მინი-ტურნირიც კი  არის უკვე ჩანიშნული.

მსოფლიო ჩემპიონატი დღეს 6 ივნისს, კანადის დროით 16:00 ედმონტონში აიღებს სტარტს. პირველ მატჩში, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება A ჯგუფში მოასპარეზე მასპინძლები კანადელები და ჩინეთის ეროვნულ ნაკრებები დაუპირისპირდებიან.  

მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ყურადღებას C ჯგუფისაკენ მივაპყრობდით. ამ ჯგუგში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის იაპონიის, კამერუნისა და ეკვადორის გუნდებთან ერთად შვეიცარელი ქალები თამაშობენ. შვეიცარიის ქალთა ეროვნული ნაკრები კი ის გუნდია, რომელთანაც ოქტომბერში საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში მოუწევს უკვე თამაში.

კანადური მსოფლიო ჩემპიონატი, შვეიცარლებისთვის პირველია. თუმცა, ევროპელთაგან სწორედ შვეიცარლები იყვნენ პირველები, ვინც ოკეანისგადაღმა საგზურები მოიპოვეს და ეს 2014 წლის 14 ივნისს მოხდა. სხვათა შორის, შვეიცარლებმა მსოფლიოს შესარჩევ ქვეჯგუფში (თავიანთ ჯგუფში ფრანგებმა შესძლეს ანალოგიური შედეგის ჩვენება) ქულების მაქსიმუმი დააგროვეს და მეორე ადგილოსანს 9 ქულით გადაასწრეს. კვალიფიკაციის ბომბარდირი კი 11 გატანილი გოლით შვეიცარელი ლარა დიქენმანი იყო.  ევრო 2017-ზე ჩვენი მომავალი მეტოქეები, კანადურ სასტარტო შეხვედრას იაპონელებთან 8 ივნისს ჩაატარებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, პირველად ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა თამაშის პირდაპირ ტრანსლიაციებს BBC Sport website-ი გეგმავს, ასევე ფეხბურთის მოყვარულებს, ყველა სასურველი ინფორმაციის მიღება მობილური-აპლიკაციების მეშვეობითაც შეეძლებათ. საკმარისია, მხოლოდ ზედმიწევნით მიჰყვე შემდეგ ბმულს (http://www.bbc.com/sport/0/football/32628063) და შესაბამისად  გაააქტიურო აპლიკაცია.

სფფ-ს პრესსამსახური