სიახლეები

პოლონეთმა სრული შემადგენლობა დაასახელა

გაუზიარე

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელ ადამ ნავალკას საქართველოსთან 13 ივნისის მატჩისთვის ლეგიონერთა სია ჰქონდა გამოქვეყნებული, გუშინ კი პოლონურ კლუბებში მოთამაშეებიც დაამატა. სრული შემადგენლობა ასეთია:  

მეკარეები: არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი)

მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), მარჩინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (ალ-იტიჰადი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები), მიხალ პაზდანი (იაგელონია), ლუკაშ ბროზი (ლეგია), რაფალ იანიჩკი (ლეხია), ტომაშ კეზიორა (ლეხი)

ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი, გერმანია), კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, ესპანეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), არიელ ბორისიუკი, სებასტიან მილია (ორივე - ლეხია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვიეცი (ორიუვე - ლეგია), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე - ლეხი) 

თავდამხმელები: არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), კრჟიშტოვ მაჩინსკი (გუიჩჟოუ, ჩინეთი), პიოტრ ტუშინსკი (იაგელონია) 

“დიდი პრობლემები გვაქვს დაცვაში. დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება კამილ გლიკი, ტრავმირებულნი არიან არტურ ერჟეიჩიკი და პაველ ოლკოვსკი. სრული შემადგენლობით მზადებას 8 ივნისიდან დავიწყებთ, რადგან მანამდე პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურია ჩასატარებელი. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, შესარჩევ ჯგუფში კარგი მდგომარეობა გვაქვს და გაცუდებას არ ვაპირებთ. მართალია, თბილისში 4:0 მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვარშავაში საქმე გაგვიადვილდება. კარგად უნდა მოვემზადოთ ტაქტიკურად. არა მგონია, ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა ჰქონდეთ. საქართველოს ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი თბილისური მატჩისგან განსხვავებულად ითამაშებს. ვფიქრობ, უფრო მეტად დაცვაზე იქნებიან ორიენტირებულნი” - თქვა ნავალკამ.

გამოძახებულთა სიაში კი არის, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ითამაშებს თუ არა საქართველოსთან პოლონეთის ნაკრებისა და სევილიას წამყვანი ნახევარცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი. მას მცირე ტრავმა აწუხებს.   

ილია ნანობაშვილი