სიახლეები

მეორე ლიგა – პლეი ოფი ახლოვდება

გაუზიარე

უმაღლეს და პირველ ლიგებში გათამაშება საკმაო ხნის წინ დასრულდა, მეორე ლიგა კი ფინიშის სწორზე ჯერაც არ გასულა. შეგახსენებთ, მეორე ლიგაში სამი ზონაა, პირველ ლიგაში კი ორი გუნდი გადადის. ახალი პირველლიგელები ამგვარად შეირჩევიან – ზონების გამარჯვებულები ერთმანეთში ერთ წრედ ითამაშებენ და სამიდან ორი საუკეთესო გუნდი მომავალი სეზონიდან რანგით მაღალ დივიზიონში გამოვა.
პირველი ლიგა 2015-16 წლების სეზონში 18 გუნდად, ორ წრედ ჩატარდება. გასულ სეზონში, გეხსომებათ, ორ ჯგუფად გაყოფილი 20 გუნდი გამოდიოდა.
გადავხედოთ, რა ვითარებაა სადღეისოდ მეორე ლიგის ზონებში და ვნახოთ, ვინ გაინაღდა პლეი ოფის საგზური და სად შემორჩა ინტრიგა.
ცენტრალურ ზონაში პირველადგილოსანი უკვე გამოვლინდა. გამარჯვებულია ცხინვალის ლიახვი, რომელსაც ბოლო ტურის წინ 64 ქულა აქვს, მის მდევარ გურჯაანის ალაზანს კი – 60. შესაბამისად, პლეი ოფში ლიახვს ვიხილავთ.
დასავლეთ ზონას თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ასე გრძელდება დღემდე. რამდენიმე დღის წინ `ჩვენს თამაშში~ ხონის იმერეთისა და ვანის სულორის მატჩის მიმოხილვას წაიკითხავდით. მეზობლების პრინციპულმა დაპირისპირებამ ხონის სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მიიზიდა, დაძაბული შეხვედრა კი საბოლოოდ უგოლო ფრით დასრულდა. იმერეთსა და სულორს სადღეისოდ 69-69 ქულა აქვთ, თუმცა ხონელებს უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული დადებითი ბალანსის წყალობით ენიჭებათ. დასავლეთ ზონაში კიდევ ორი ტურია გასამართი, მაგრამ უკვე ძნელი წარმოსადგენია, ამ ორ შეხვედრაში ხონელებმა ქულათა მაქსიმუმის აღება ვერ შეძლონ. 
აღმოსავლეთ ზონაში კი გამარჯვებული უკვე გარკვეულია – პირველ ლიგაში გადასვლის შანსი სოხუმის ცხუმს აქვს. ამ კლუბის ასპარეზობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ცხუმი უახლოესი მიზნის ამ სეზონშივე მიღწევას.
დასასრულს, აღვნიშნოთ, რომ მეორე ლიგის ცენტრალური ზონის ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაციაა, აღმოსავლეთ ზონას აფხაზეთის ფედერაცია ატარებს, ხოლო დასავლეთისას – იმერეთისა.

ლევან ჯანეზაშვილი

ცენტრალური

ლიახვი აჩ-მეტალურგი 2:1
ივერია-დურუჯი 2:0
ლიახვი ცხ-მარკ სტარსი 3:0
ჰერეთი-ალგეთი XXI 3:0
არაგვი-ალაზანი 0:2
აბული-35-ე სკოლა 3:1
ალგეთი XXI-ალაზანი 0:3
დურუჯი-ლიახვი აჩ 0:2
ჰერეთი-მეტალურგი 2 3:0
არაგვი-ლიახვი ცხ 3:5

1. ლიახვი (ცხ) 24 20 4 0 78-17 64
2. ალაზანი 24 19 3 2 65-20 60
3. მეტალურგი 2 24 18 1 5 88-31 55
4. არაგვი 24 17 0 7 61-26 51
5. ლიახვი (აჩ) 24 16 0 8 66-26 48
6. მარკ სტარსი 23 11 1 11 46-40 34
7. ივერია 23 9 1 13 31-53 28
8. აბული 23 8 3 12 36-48 27
9. ჰერეთი 24 8 2 14 25-50 26
10. დურუჯი 24 6 2 16 33-63 20
11. 35-ე სკოლა 23 6 1 16 35-68 19
12. კახეთი 14 4 2 8 14-32 14
13. ალგეთი XXI 24 4 2 18 8-57 14
14. სამეფო 14 3 1 10 21-53 10
15. ივერიონი 14 1 3 10 12-35 6


დასავლეთი

მარგვეთი-სამეგრელო 5:3
მერცხალი 2-მართვე 3:5
საპოვნელა 2-სსს ჭიათურა 3:0
სამგურალი 2-საირმე 0:2
კოლხეთი (ხ) 2-ბახმარო 0:3
სულორი-ეგრისი 6:1
ლაზიკა 2-იმერეთი 0:2
სამეგრელო-ლაზიკა 2 2:1
იმერეთი-სულორი 0:0
ეგრისი-მერცხალი 2 4:1
მართვე-საპოვნელა 2 4:1
სსს ჭიათურა-სამგურალი 2 0:3
საირმე-კოლხეთი (ხ) 2 3:0
ბახმარო-რაჭა 1:1

1. იმერეთი 26 22 3 1 77-10 69
2. სულორი 26 22 3 1 79-10 69
3. საირმე 26 17 3 6 51-29 54
4. სამეგრელო 26 15 3 8 53-31 48
5. ბახმარო 27 14 4 9 52-43 46

6. კოლხეთი (ხ) 2 26 14 3 9 45-45 45
7. მარგვეთი 26 13 2 11 53-43 41
8. ეგრისი 26 10 5 11 48-52 35
9. საპოვნელა 2 26 11 2 13 53-58 35
10. რაჭა 26 10 4 12 39-36 34
11. ლაზიკა 2 27 8 6 13 47-43 30
12. სამგურალი 2 26 8 3 15 33-54 27
13. მართვე 26 6 2 18 34-72 20
14. მერცხალი 2 26 3 3 20 35-68 12
15. სსს ჭიათურა 26 0 0 26 9-114 0


აღმოსავლეთი

გაგრა 2-ამირანი 2:1
გარეჯი-ცხუმი 1:6
ვოიაჟი-სართი 4:2
კოლხი-მზიური 3:6
იბერია-ნორჩი დინამო 3:3
შავნაბადა-ვიტ ჯორჯია 2 2:3
გაგრა 2-გარდაბანი 7:3
ბახტრიონი-ამირანი 0:3

1. ცხუმი 26 23 3 0 121-15 72
2. სართი 26 20 0 6 76-34 60
3. ვოიაჟი 26 18 2 6 87-33 56
4. ვიტ ჯორჯია 2 26 16 3 7 60-41 51
5. იბერია 26 13 5 8 56-52 44
6. გაგრა 2 27 12 6 9 69-47 42
7. გარეჯი 26 12 4 10 55-50 40
8. მზიური 26 11 4 11 61-56 37
9. გარდაბანი 26 10 4 12 55-57 34
10. ნორჩი დინამო 27 8 5 14 54-61 29
11. კოლხი 27 8 2 17 62-87 26
12. შავნაბადა 26 7 4 15 40-81 25
13. ამირანი 27 7 2 18 42-87 23
14. აფხაზეთი 26 7 1 18 51-116 22
15. ბახტრიონი 26 2 1 23 18-90 7