სიახლეები

დილა საუკეთესოებშიც ჩემპიონია

გაუზიარე

სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ და საბუქმეიკერო კომპანია "ლიდერბეთმა" საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს გუშინ ვაკეში მდებარე `ბიბლუსის~ წიგნის მაღაზიაში განვლილი ჩემპიონატის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს. "ლელოსა" და "ლიდერბეთს" 13 ნომინაციაში ჰყავდათ რჩეულები, რომლებიც ჩვენმა კოლეგებმა _ გია ტუხაშვილმა, გიგა გვენცაძემ, მიხეილ აბაიშვილმა და თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს; საუკეთესოები დაასაჩუქრეს ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა _ გელა კეტაშვილმა, თენგიზ სულაქველიძემ, რევაზ ჩელებაძემ; ნომინაციაში გამარჯვებულებს საგანგებო პრიზები გადასცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფროსმა დიმიტრი ბოკერიამ და "ლიდერბეთის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბესიკ ხოკერაშვილმა. რჩეულთა წარმატება ფურშეტითაც აღინიშნა.

მაშ, ასე, „ლელოსა“ და „ლიდერბეთის“ ვერსიით ჩემპიონატის ლაურეატები გახდნენ:

საუკეთესო მეკარე _ მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო)
საუკეთესო მცველი _ ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი) 
საუკეთესო ნახევარმცველი _ ნიკა კვეკვესკირი (გორის დილა) 
საუკეთესო თავდამსხმელი _ ირაკლი მოდებაძე (დილა)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი _ გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ.)
საუკეთესო დებიუტანტი _ გიორგი ჩელებაძე (ქობულეთის შუქურა)  
საზონის აღმოჩენა _ გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
საუკეთესო ლეგიონერი _ ლუის ალბერტო (ბოლნისის სიონი)
სეზონის საფეხბურთო დინასტია _ კახა და ნიკა კაჭარავები (ცხინვალი)
სეზონის დაბრუნება _ შოთა ჭეიშვილი (დინამო ბთ.) და ალექსანდრე იაშვილი (სამტრედია)
საუკეთესო მწვრთნელი _ უჩა სოსიაშვილი (დილა)
საუკეთესო ფეხბურთელი _ ირაკლი მოდებაძე (დილა)

კობა ინასარიძე