სიახლეები

მერანში ცვლილებების დროა

გაუზიარე

მარტვილის მერანმა 36 ქულით ჩემპიონატი მე-11 ადგილით დაასრულა, რაც ნორმალური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იყო. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მერანს მომავალ სეზონშიც ვლადიმერ ლობასის და შალვა ღონღაძის დუეტი უხელმძღვანელებს. სამაგიეროდ, სერიოზული ცვლილებებია შემადგენლობაში. გუნდი უკვე დატოვა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, რომელიც კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს. ასევე აღარ ირიცხებიან მერანში გოგა ფიფია, ვაჟა ლომაშვილი, საბა ლომია, მიხეილ ქაჯაია და ვაჟა ქიქავა.

რაც შეეხება ახალწვეულებს: მერანის ღირსებას დაიცავს ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ვიტ ჯორჯიას კაპიტანი იყო, მანამდე კი თბილისის დინამოსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მარტვილელთა ღირსებას დაიცავს ფორვარდი შოთა ჯიქიაც, რომელიც მერანში ფოთის კოლხეთიდან გადავიდა. 

პაატა ძნელაძე