სიახლეები

გია ისიანი ფეხბურთს მიხეილ მესხიდან უბრუნდება

გაუზიარე

გია ისიანი თავის საქმეს დაუბრუნდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საფეხბურთო მოხელე გორის დილაში მუშაობის შემდეგ ჩვენს სტადიონებზე იშვიათად ჩნდებოდა. 19-წლამდელთა ელიტ რაუნდის დღეებში კი უკვე მიხეილ მესხის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ერთად ვხედავთ. 
ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ერთად სიამოვნებით ვმუშაობ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებზე. ვცდილობთ, ასეთ პრესტიჟულ ტურნირს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ, ვეცდები,  ჩემი გამოცდილება ახლა უკვე ფედერაციის ეგიდით გამართულ ასპარეზობებს მოვახმარო.

19-წლამდელთა ტურნირზე ყოფნა ნიშნავს, რომ ფეხბურთში დაბრუნდით?

ფეხბურთიდან წასული არც ვყოფილვარ, თუმცა აქამდე გარკვეული პერიოდი მატჩების გარედან ცქერა მიწევდა. ახლა კი მოხარული ვარ, რომ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ვარ და ვიმედოვნებ, მათთან მომავალში უფრო სისტემატიურად ვიმუშავებ.

კობა ინასარიძე