სიახლეები

კლიმიაშვილი ტორპედოდან წამოვიდა, კვლავ სკონტო?

გაუზიარე

ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ ქუთაისის ტორპედო შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ახლახანს კი გუნდს კიდევ ერთი ლიდერი, ირაკლი კლიმიაშვილი გამოაკლდა. ჩვენი ინფორმაციით, ტორპედოს ხელმძღვანელობა მოწადინებული იყო, რომ ირაკლის ქუთაისში გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ დარჩენა თავად კლიმიაშვილმა არ ისურვა.

ფეხბურთელი ტორპედოს მეორე წრის დაწყებამდე შეუერთდა და ძალიან მალე იქცა გუნდის ერთერთ ლიდერად. სეზონის მეორე ნახევარში, კლიმიაშვილმა 14 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა (ერთი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია). სავარაუდოდ ირაკლი კლიმიაშვილი კარიერას ისევ ლატვიურ სკონტოში გააგრძელებს, გუნდში რომლის ღირსებას ტორპედოში გადასვლამდე იცავდა. თავის დროზე კი ვიტ ჯორჯიას, ანჟისა და ფახთაქორის რიგებში ასპარეზობდა, ასევე იყო საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრი.

პაატა ძნელაძე