სიახლეები

ლევან დუბლის მჭედელი [ვიდეო]

გაუზიარე

გუშინ სერია A-ს ბოლო ტურში ლევან მჭედლიძემ ორი გოლი გაიტანა - ემპოლის ქართველმა ფორვარდმა მილანში, “სან სიროს” სტადიონზე ინტერთან გამოიჩინა თავი. მე-60 წუთი იყო, ინტერი 2:0-ს იგებდა და ლევანმა ახლოდან თავით შეაგდო. სამ წუთში კი სწორედ ქართველმა დაიწყო შეტევა, რომელიც თანაგუნდელებმა გააგრძელეს და 2:2 გახდა. მჭედლიძეს მალევე კიდევ ჰქონდა მომენტი, თუმცა მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა ვერ იმარჯვა. 

და ბოლოს, მაინც გაიტანა მეორეც და უფრო ლამაზიც: დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ისეთი დაარტყა, მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი არც გადამხტარა. ემპოლიმ 3:4 წააგო და სეზონი მე-15 ადგილზე დაასრულა, თუმცა ამას ვინ ჩივის, ქართველის მიერ ინტერის კარში გატანილ ორ გოლს ყოველდღე როდი ვუყურებთ... სასიხარულოა ისიც, რომ ლევან მჭედლიძემ სრულად ჩაატარა მატჩი. 

ილია ნანობაშვილი