სიახლეები

ვიტესი: კაშიას გოლი, ყაზაიშვილის მორიგი სოლოები [ვიდეო]

გაუზიარე

არნემის ვიტესი ევროპის ლიგაზე გავიდა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა პლეი ოფის ფინალის პირველი მატჩი ჰერენვენში 2:2 დაასრულა, ხოლო შინ 1:2-ს აგებდა, მაგრამ 5:2 გაანადგურა მეტოქე. ქართველებმა ორივე მატჩში გაიტანეს: ვაკოზე უკვე ვწერდით, მან სტუმრად მიითვალა გოლი და ამაზე უკვე გვეწერა. 

გუშინ კი კაშიამ გაიტანა. მან მე-11 წუთზე 1:1 გახადა ანგარიში. მშვენივრად ითამაშა ყაზაიშვილმაც, რომელიც მუდმივად აწუხებდა ჰერენვენის უკანახაზელებს და მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე. 

ვიტესმა ძალიან შედეგიანად ჩაატარა ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე წრე და ცხრილის შუაგულიდან ზემოთ აღზევდა: საბოლოოდ, მხოლოდ პსვ-ს, აიაქსსა და ალკმაარს ჩამორჩა. 

11 გოლი, 6 საგოლე პასი – ეს ყაზაიშვილის სტატისტიკაა; 2 გოლი, 2 საგოლე პასი – ესეც კაშიასი. 

დანიის უმაღლეს ლიგაში ოდენსემ სტუმრად 2:2 ითამაშა ჰიობროსთან და მერვე ადგილზეა. ოდენსელთა განაცხადში კვლავაც ვერ მოხვდა ლადო დვალიშვილი და დიდი შანსია, ზაფხულიდან სხვა კლუბს მიაშუროს. დვალიშვილს ასეთი სეზონი ჯერ არ ჰქონია: თამაში იშვიათად უწევდა. 

პოლონეტში იაგელონიამ 3:2 სძლია ზაბჟეს გურნიკს და მესამე ადგილზეა. წინ ვერ მიდის, რადგან ლეხიც ზედიზედ იგებს და ლეგიაც. წინ ორი ტურია, იაგელონია კი ოთხი ქულით ჩამორჩება ლეხს და სამით – ლეგიას. ქართველებს რაც შეეხება, იაგელონიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ძალამიძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა (სეზონში მეათე და ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთესოა). რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, ის სათადარიგო გახლდათ. 

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას სტაბეკმა სტუმრად 1:0 აჯობა სარპსბორგს და ეს ერთადერთი გოლი გიორგი გოროზიას პასს მოჰყვა. ახალგაზრდა ქართველმა საყრდენმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუსენბორგს ჩამორჩება. 

ილია ნანობაშვილი