სიახლეები

ქვეყნის ჩემპიონებს ლიდერბეთმა უმასპინძლა

გაუზიარე

28 მაისს საქართველოს ახალ ჩემპიონ გორის დილას სპონსორმა, კომპანია "ლიდერბეთმა" უმასპინძლა და ამ დიდი გამარჯვებისადმი მიძღვნილი საღამო მოუწყო. საღამოს ფარგლებში გამოვლინდა სხავადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, საზეიმოდ გაიჭრა საჩემპიონო ტორტი, შესრულდა დილას გამარჯვებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრები, ღონისძიების დასასრულს კი გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა. 

კომპანია "ლიდერბეთმა" კლუბის რამდენიმე წევრი გამოარჩია.  საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ირაკლი მოდებაძეს სპორტულმა ჟურნალისტმა გია ტუხაშვილმა გადასცა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გუგა ფალავანდიშვილს ერგო. იგი გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო უჩა სოსიაშვილს სპორტულმა კომენტატორმა ბიძინა ბარათაშვილმა გადასცა. საუკეთესო ხელმძღვანელი კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში გახდა, ხოლო საუკეთესო სელექციონერად გელა ქორიძე სცნეს. მათ პრიზები კომპანია "ლიდერბეთის" დამფუძნებლებმა გადასცეს. ღონისძიებას გორის დილას და „ლიდერბეთის“ წარმომადგენლებთან ერთად ბევრი სტუმარიც ესწრებოდა. 

ლუკა ბერიძე