სიახლეები

დილა მარიჩს უშვებს და ევროპაში მოემზადება

გაუზიარე

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გორის დილა აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს 21 წლის სერბ მცველ სლავკო მარიჩს, რომელიც დილაში ზამთარში ჩაირიცხა, მაგრამ, ფაქტობრივად, კონკურენცია ვერ დაძლია, რასაც ტრავმებიც დაერთო და მეორე წრე სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ამის თაობაზე დილას მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა შემდეგი განაცხადა: “მარიჩი კარგი ფებურთელია, მაგრამ ტრავმების გამო გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარა. სავარაუდოდ, მასთან განშორება მოგვიწევს. სლავკოს წარმატებას ვუსურვებთ.”

როგორც იცით, გორის დილას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა და ამისთვის გუნდი სერიოზულ გაძლიერებას გეგმავას. ევროტურნირების დაწყებამდე კი დილა, სავარაუდოდ, ორ უცხოურ შეკრებას გაივლის. რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას, საუბარია ნუკრი რევიშვილზე, გიორგი ნავალოვსკიზე, გიორგი ილურიძესა და ოთარ მარცვალაძეზე. ასევე დიდია ალბათობა, რომ დილაში უცხოელი ფორვარდი ჩაირიცხოს.

პაატა ძნელაძე