სიახლეები

21-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ - პირველი სან მარინოა

გაუზიარე

ხვალიდან, 28 მაისიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის თბილისში მოემზადება. ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრებს. ვარჯიშები კი, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.

ამ ეტაპზე, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი), რომან ტაკიძე („მაჭახელა“, ხელვაჩაური)

მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი“, ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი“, ფოთი), გიორგი აბურჯანია ("ანორთოსისი", კვიპროსი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა“, მოლდოვა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული  (ორივე „ცხინვალი“), დათო დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

21-წლამდელები სან მარინოში 1 ივნისს გაემგზავრებიან 18-კაციანი შემადგენლობით, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუნდს სან მარინოში შეუერთდება ორი ლეგიონერი - გიორგი გადრანი და ლაშა დვალი.

რაც შეეხება მეკარე ბექა ქურდაძეს, ის ამჟამად 19-წლამდე ნაკრებთან ერთადაა და 21-წლამდელებს ხვალ შეუერთდება.

ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებს შორის 3 ივნისს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური