სიახლეები

სფფ-ის პრეზიდენტის საჩუქარი

გაუზიარე
ზვიად სიჭინავა: ,,ვარსკვლავთა ხეივნის გახსნა 26 მაისს სიმბოლურია. ჩვენი ფეხბურთი ქართულ სახელმწიფოზე ადრე დაადგა დამოუკიდებლობის გზას, ამდენად, 26 მაისი, როცა, ტრადიციულად, იმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, ჩვენი ფეხბურთისთვისაც სიმბოლური დღეა”.

დღეს თასის გათამაშების 25-ე ფინალია და ეს თარიღი საგანგებოდ აღინიშნება. დღევანდელ საზეიმო საფეხბურთო პროგრამაში გამორჩეული ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ვარსკვლავთა ხეივანს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ გაიხსნება. სფფ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, მიხეილ მესხის სტადიონის ცენტრალური შესასვლელისა და ფედერაციის შენობის დამაკავშირებელ გზაზე ქართული ფეხბურთის ისტორია გაცოცხლდება. საგანგებოდ მოწყობილ კვარცხლბეკებზე ამოიტვიფრა ჩვენი ფეხბურთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები და გაჩნდა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების დიდებისა და მათი სახელების უკვდავყოფის ამსახველი ვარსკვლავები.