სიახლეები

ბოლო ტური მოულოდნელობების გარეშე

გაუზიარე

XXX ტურის სიმბოლური ნაკრები

-------------------------------იაშვილი (2)-----------მოდებაძე (5)----------------------------
-----------------------------(სამტრედია)-------------(დილა)------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------მოსიაშვილი (2)-----------------------------------------
----------------------------------------------(გურია)--------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერისთავი (4)--------------ცინცაძე (4)-------------შონია (2)-------დ. სიჭინავა (5)
(დილა)----------------------(დინამო თბ)----------(დინამო ბთ)----------------(სიონი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------თოთაძე (4)----------ბ. მახარაძე (3)-----გოგობერიშვილი------
----------------------(დინამო თბ)----------(დინამო ბთ)---------(სიონი)------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------ჰრდლიჩკა (2)----------------------------------------
-----------------------------------------------(დინამო თბ)------------------------------------------

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტურის მიმოხილვა

ტურის წინათქმაში მოვლენათა შესაძლო განვითარებების შესახებ კი ვიმსჯელეთ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი ამბები არ მომხდარა. ბოლო ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა და საპრიზო სამეულიც სწორედ ისე დაკომპლექტდა, როგორც ყველაზე მეტად იყო სავარაუდო.
პარასკევს გორში დიდი ზეიმი იყო და ამ მოვლენის ამსახველ ვრცელ რეპორტაჟს `ჩვენი თამაშის~ გუშინდელ ნომერში წაიკითხავდით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ დილა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, 13 მაისს განაღდებული ჯილდო კი ოფიციალურად ბოლო ტურში ჩატარებული საშინაო მატჩის შემდეგ გადაეცა.
სეზონს უახლოეს დღეებში შევაჯამებთ და გორელთა წარმატების კანონზომიერებაზე ვრცლად ვისაუბრებთ, დღეს კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – უნდა ვივარაუდოთ, რომ დილას ტრიუმფის ლოგიკურობას მისი კონკურენტებიც აღიარებენ.
ზეიმი იყო ქობულეთშიც, სადაც ბათუმის დინამომ შიდარეგიონულ დაპირისპირებაში შუქურა დამაჯერებლად დაამარცხა და 17-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლესი ლიგის ვერცხლის მედლებს დაეუფლა. სწორედ ეს პერიოდი გავიდა მას შემდეგაც, რაც ბათუმელებმა ევროტურნირზე ითამაშეს. ასე რომ, ეს სეზონი, დილას მსგავსად, ბათუმის დინამოსთვისაც ისტორიულია. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ აჭარული კლუბი უმაღლეს ლიგას ერთი წლის წინ დაუბრუნდა.
ბევრი ქართული გუნდისთვის ბრინჯაოს მედალი დიდი წარმატება იქნებოდა, მაგრამ არამც და არამც – დინამო თბილისისთვის. არასტაბილურად ჩატარებულმა სეზონმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შარშან მოპოვებული ჩემპიონობის შენარჩუნების საშუალება არ მისცა. თასის მოგება სრული რეაბილიტაცია ვერაფრით იქნება, მაგრამ დინამოს ქომაგებს მაინც დიდ შვებას მოჰგვრის. არანაკლები მოტივაცია ამოძრავებთ სამტრედიელებსაც – გარდა იმისა, რომ პირველ ქართულ ტიტულამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებთ, ევროპის ლიგაზე იმერულ კლუბს მხოლოდ თასის მოპოვება გაიყვანს.
გია გეგუჩაძე დინამოს ათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ჩიხურასთან დედაქალაქელებმა რიგიანი შთაბეჭდილება დატოვეს. თასის ფინალის ფასი კი, ცხადია, ბევრად მაღალია და ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა გეგუჩაძე დაბრუნებიდან უმოკლეს დროში პირველი ტიტულის მოგებას.
განსაკუთრებული მოულოდნელობა არც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შემოუთავაზებიათ – რუსთავის მეტალურგმა შინ ტორპედოსთან ფრე ითამაშა და, რაკი მისმა კონკურენტმა ვიტ ჯორჯიამ გორში ესეც ვერ შეძლო, ვეტერინარები გავარდნენ, პლეი ოფში კი მეტალურგი ითამაშებს, სადაც მეტოქედ პირველი ლიგის გადათამაშებაში გამარჯვებული ლოკომოტივი ეყოლება. 

ტურის ფეხბურთელი
ალექსანდრე იაშვილი (სამტრედია)
იაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამტრედიაში მხოლოდ წარსული დამსახურებების გამო არ აუყვანიათ. ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა ფეხბურთელმა სამტრედია-მერანის მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი გაატარა, მაგრამ გოლისა და ორი შედეგიანი გადაცემისთვის ეს დროც ეყო.
"ისწავლეთ იაშვილისგან" - ასე დაასათაურა შეხვედრის მიმოხილვა ჩვენმა კორესპონდენტმა იუზა კაციტაძემ და ვფიქრობთ, ამით ყველაფერია ნათქვამი. "იაშკა" 37 წლის ასაკშიც სამაგალითოა.

ლევან ჯანეზაშვილი


სამტრედია-მერანი 4:2
დილა-ვიტ ჯორჯია 3:0
კოლხეთი-ცხინვალი 1:1
მეტალურგი-ტორპედო 1:1
შუქურა-დინამო ბთ 1:3
სიონი-გურია 3:2
დინამო თბ-ჩიხურა 3:0
ზესტაფონი-ზუგდიდი 0:3 (ტექნიკური შედეგი)

1. დილა 30 19 7 4 50-21 64
2. დინამო ბთ 30 18 4 8 40-24 58
3. დინამო თბ 30 17 7 6 56-28 58
4. ცხინვალი 30 16 5 9 47-37 53
5. ჩიხურა 30 13 7 10 39-36 46
6. სამტრედია 30 13 6 11 40-31 45
7. შუქურა 30 11 8 11 36-38 41
8. ტორპედო 30 10 11 9 39-33 41
9. გურია 30 10 9 11 38-43 39
10. კოლხეთი 30 9 10 11 31-31 37
11. მერანი 30 9 9 12 29-33 36
12. ზუგდიდი 30 8 9 13 24-45 33
13. სიონი 30 9 5 16 32-46 32
14. მეტალურგი 30 6 8 16 25-46 26
15. ვიტ ჯორჯია 30 7 5 16 27-40 26
16. ზესტაფონი 30 6 8 16 40-61 26

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 16
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 12
დ. სიჭინავა (სიონი) 11
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 10
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 9
შინდაგორიძე (სპარტაკი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 7
ჩირგაძე (დინამო) 7
ჩელებაძე (შუქურა) 7
ჭანტურიშვილი (დინამო) 7

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 9
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7
შალამბერიძე (გურია) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 5
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 5
ქავთარაძე (დინამი ბთ) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4

გოლი+პასი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 19 (14+5)
მოდებაძე (დილა) 18 (16+2)
კაჭარავა (სპარტაკი) 14 (12+2)
დ. სიჭინავა (სიონი) 14 (11+3)
შალამბერიძე (გურია) 12 (7+5)
კვეკვესკირი (დილა) 12 (7+5)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
გეწაძე (სამტრედია) 11 (2+9)
მუმლაძე (ჩიხურა) 11 (7+4)
კვერნაძე (ტორპედო) 11 (10+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 11 (9+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 11 (6+5)
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 10 (5+5)
ჩელებაძე (შუქურა) 10 (7+3)
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 10 (7+3)
შინდაგორიძე (ცხინვალი) 9 (8+1)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 8 (1+7)
ერისთავი (დილა) 8 (5+3)
შონია (დინამი ბთ) 8 (6+2)
უგულავა (სიონი) 8 (6+2)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
შ. ჯიქია (კოლხეთი) 7 (4+3)
გიგაური (კოლხეთი) 7 (4+3)
კოშკაძე (გურია) 7 (4+3)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
დ. სიჭინავა (სიონი) 5
მოდებაძე (დილა) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4
ჩიკვაიძე (ჩიხურა) 4
კირკიტაძე (ტორპედო) 4
კოშკაძე (გურია) 4
თოთაძე (დინამო თბ) 4
ცინცაძე (დინამო თბ) 4
ერისთავი (დილა) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო თბ) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (დინამო ბთ) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო თბ) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
პაულო ვიქტორი (შუქურა) 1
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 1
ბეგაშვილი (მერანი) 1
ალავიძე (დინამო ბთ) 1
ივანიშვილი (ცხინვალი) 1
ერისთავი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1
კაჭარავა (ცხინვალი) 1
იაშვილი (სამტრედია) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1
ერისთავი (დილა) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
უგულავა (სიონი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1
მერლანი (სიონი) 1
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 1

ავტოგოლები
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
კ. ხიზანეიშვილი (მეტალურგი) 1
ცნობილაძე (სიონი) 1
ადამაძე (ტორპედო) 1
ბონდარენკო (ტორპედო) 1
ხიდეშელი (დილა) 1
ჩიკვილაძე (ტორპედო) 1
ჩადუნელი (კოლხეთი) 1
ქიმაძე (ტორპედო) 1
გველესიანი (დინამო თბ) 1
კაკუბავა (სამტრედია) 1
ზოზულია (გურია) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1
კაჭარავა (ცხინვალი) 1

დუბლი
მოდებაძე (დილა) 4
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 2
მოსიაშვილი (გურია) 2
დ. სიჭინავა (სიონი) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ვ. კვარაცხელია (ტორპედო) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2
შინდაგორიძე (ცხინვალი) 2
შ. ჯიქია (კოლხეთი) 2
ჯიღაური (დინამო თბ) 2
უგულავა (სიონი) 2
ერისთავი (დილა) 2
კვერნაძე (ტორპედო) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 31
0:0 27
0:1 23
2:1 23
2:0 19
1:1 17
3:0 15
2:2 14
1:2 10
3:1 10

მეკარეები. სეზონის საუკეთესო მშრალი სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
კაკალაძე (შუქურა) 412
ალავიძე (დინამო ბთ) 411
მამინაშვილი (დინამო ბთ) 410

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 28
დ. ხარიტონაშვილი 24
გ. ვადაჭკორია 23
გ. ყრუაშვილი 19
ა. ნონიკაშვილი 16
ჯ. ხორავა 16
ბ. ნინუა 15
გ. კიკაჩეიშვილი 13
ი. კვირიკაშვილი 13
ლ. კვარაცხელია 12
ა. ბასლეჰლო 9
ხ. გაგნიძე 8
დ. სანოძე 7
თ. გვანცელაძე 6
გ. დოგრაშვილი 6
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
მ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1
გ. ავაზაშვილი 1