სიახლეები

2000 და 2001: სფფ-ის აკადემია ორივე ასაკში ჩემპიონია

გაუზიარე

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შარშან ორი ასაკის _ 2000 და 2001 წლებში დაბადებულთა გუნდები ჩამოაყალიბა. ამ ასაკის ორივე გუნდი ელიტლიგაში თამაშობდა და სეზონი ორივემ ჩემპიონობით დაასრულა. 

2001 წელს დაბადებულებში (მწვრთნელი პაატა მეტრეველი) აკადემიას 24 მატჩი აქვს ჩაატარებული, 22 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და წაუგებელია. სულ 26 ტურია და სადღეისოდ სამეული ასე გამოიყურება: 1. სფფ – 24 მატჩი, 68 ქულა, 2. ნორჩი დინამო – 25 მატჩი, 53 ქულა, 3. ავაზა – 22 მატჩი, 52 ქულა.   

2000 წელს დაბადებულებმა (მწვრთნელი თემურ შალამბერიძე) კი გუშინ ლაგოდეხში გაინაღდეს პირველობა: ლაგოდეხის რანს 4:0 მოუგეს. წინ კიდევ ორი ტურია, მაგრამ სფფ-მ 8 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს, დინამოს აკადემია 2001-ს და მიუწვდომელნი არიან. 

აკადემიის ორივე ასაკობრივი გუნდი სულ 9 თვის წინ შეიქმნა, ამიტომ ვადამდე, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება, მრავლისმეტყველია. აქვე ისიც ვთქვათ, რომ დინამოს აკადემია და საბურთალო ერთი ასაკით ზედა ჯგუფში გამოდიან: ანუ 2001 წელს დაბადებულები 2000-იანებში, ხოლო 2000 წელს დაბადებულები 1999-იანებში. 35-ე სკოლის 2000-იანებიც ერთი წლით უფროსებში თამაშობენ. 

ფედერაციის ორივე ასაკობრივი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი თეიმურაზ ლორთქიფანიძეა.