სიახლეები

მენთეშაშვილი ტრავმასაც ერევა და ასაკსაც

გაუზიარე

ზურაბ მენთეშაშვილმა ბოლოს გასული წლის სექტემბერში ითამაშა. მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ბურთით პირველად გუშინ ივარჯიშა. საუბარია 35 წლის ფეხბურთელზე და მის ადგილზე ბევრი ფეხბურთს თავს დაანებებდა. თუმცა საბურთალოს ნახევარმცველი ბურთს ვერ ელევა. 

“მენთეშა” კვლავაც მოტივირებულია და მომდევნო სეზონს უმაღლეს ლიგაში გაატარებს. თუმცა ჯერ ბოლომდე უნდა აღიდგინოს ჯანმრთელობა. დიდი ალბათობით, მოსამზადებელი ეტაპისას მენთეშაშვილი უკვე მწყობრსა და ტონუსში იქნება. 

მენთეშაშვილი საბურთალოში 2013 წლიდანაა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია (სომხეთთან 2:1 მოგებულ ამხანაგურში 2000 წელს). ზურაბი ლატვიის რვაგზის და ისრაელის ჩემპიონია.   

ილია ნანობაშვილი