სიახლეები

ნიკა საბანაძე : დარასელიასთან საუბარს აღარ ვაპირებ

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედო სეზონის დასრულების შემდეგ ნიკა საბანაძემ დატოვა. 24 წლის თავდამსხმელი ტორპედოში თბილისის დინამოდან ზამთრის სატრანსფერო პერიოდშ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე ჰქონდა. როგორც საბანაძე ამბობს მას კლუბის ხელმძღვანელებიდაუკავშირდნენ დაკონტრაქტისგახანგრძლივებააღარმოისურვეს.

''კლუბიდან
გუშინ დილით დამირეკეს და მაცნობეს რომ კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ. ველოდი რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებდნენ, თუმცა ხელმძღვანელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ტორპედო დავტოვე. მადლობას ვუხდი ქუთაისელ გულშემარკივარს, ჩემთვის ეს ქალაქი მეორე სახლია, რადგან ამ კლუბში უკვე ორჯერ ვითამაშე'', - აღნიშნა საბანაძემ.

საბანაძეს 
ტორპედოში ბევრი კარგი მატჩი აქვს ჩატარებულითუმცა ქუთაისურ კლუბში მისი მეორე დაბრუნება არც ისე იღბლიანი გამოდგანიკამ ტორპედოში გადასვლის შემდეგ კოჭის არეში ტრავმა მიიღო და ამის გამო ბევრი გაუცდაგარდა ამისა მას კლუბის მთავრ მწვრთნელთან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდასაბოლოოდ ისე მოხდაომ სეზონის მეორე ნახევარში სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. 

''მწვრთნელთან
კარგი ურთიერთობა არ მქონია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ რამე მნიშვნელოვანი კონფლიქტი მოხდა ჩვენს შორის. ტორპედოდან ისე წამოვედი დარასელიასთან არც მისაუბრია და არც ვაპირებ საუბარს. უბრალოდ ტრავმამ ბევრი დრო წამართვა და ახალა ამაზე უფრო ვფიქრობ, რადგან შემეძლო სეზონის ფინიშზე უკეთ მეთამაშა და კარგ ფორმაშიც ვყოფილიყავი. ტორპედოს წარმატებებს ვუსურვებ, ბევრ ფეხბურთელთან მეგობურლი ურთიერთობა მაქვს''.

საბანაძემ უკვე დასრულებულ ეროვნულ ჩემპიონატზეც ისაუბრა და გორის დილას ჩემპიონობა მიულოცა. მისი მომავალი კი, როგორც თავად ამბობს ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რადგან შემოთავაზებებია არ მიუღია.

''მინდა გორის დილას დამსახურებული ჩემპიონობა მივულოცო და ევროსარბიელზე წარმატება ვუსურვო. ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია დილას ჩემპიონობა, ამ სეზონში გორელები საუკეთესოები იყვნენ. კარგია რომ დინამო თბილისში გია გეგუჩაძე დანიშნეს, მინდა მას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო, მისი ხელმძღვანელობით ზესტაფონსა და ტორპედოში ვითამაშე, ამიტომ კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, ტრავმის მიღებამდე, როცა ჩემპიონატში სტაბილურად ვთამაშობდი იყო შემოთავაზებები უცხოეთიდანაც, უბრალოდ მაშინ წასვლა არ შემეძლო, რადგან კლუბთან კონტრაქტი მქონდა, თანაც სეზონი დინამოში დავიწყე. იმედია ფორმაში მალე შევალ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ გრძელია და დარწმუნებული ვარ სასურველ კლუბს მალე ვიპოვი'',- გვითხრა საბანაძემ.