სიახლეები

კანკავა უკრაინის თასს დაემშვიდობა

გაუზიარე

დნიპრომ უკვე დაიბევა ევროპის ლიგის ფინალში თამაში და როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ სევილიასთან ფინალზე მოუწევს გადართვა. საქმე ისაა, უკრაინის თასიდან გავარდნენ: შახტართან შინ 0;1 ჰქონდათ წაგებული, გუშინ კი სტუმრად იგებდნენ, მაგრამ 1:1-ს დასჯერდნენ. 

ჯაბა კანკავა გუშინ ძირითადში იყო და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეცვალეს. დნიპრო პირველივე ტაიმში დაწინაურდა კალინიჩის გოლით და უპირატესობას ფლობდა კიდეც, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შესძლო. მეორე ტაიმში კი ლუის ადრიანოს გატანილი პენალტით ფინალში შახტარი გავიდა. კანკავა  პირველ ტაიმში გააფრთხილეს, მეორე ნახევარში კი გლადკის წინააღმდეგ იუხეშა და სწორედ ამას მოჰყვა პენალტი... 

რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, დნიპრო მესამე ადგილზეა და ვერც ზემოთ აიწევს, არც დაქვეითდება. მთავარი მატჩი 27 მაისსაა, სევილიასთან.  

პაატა ძნელაძე