სიახლეები

კანკავა და კობახიძე – სიმბოლურში ორი ქართველია

გაუზიარე

უკრაინული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურში ორი ქართველი ფეხბუღთელი მოხვდა: დნიპროს საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ვოლინის შემტევი სანდრო კობახიძე, რომელიც ასევე დნიპროს ეკუთვნის. 

სხვათა შორის, კანკავამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა კიევის დინამოსთან, მაგრამ ესეც ეყო სიმბოლურში მოსახვედრად: ძალიან კარგად ჩაატარა ტაიმი და მწვრთნელი მირონ მარკევიჩი არც შეცვლიდა, ჯაბა გადაღლილი რომ არ ყოფილიყო. დნიპროს ხომ დატვირთული გრაფიკი აქვს – ევროპის ლიგის ფინალშია გასული, 27 მაისს ვარშავაში სევილიას ხვდება. 

კანკავა მშვენიერ ფორმაშია. უკრაინული ტურის სიმბოლური რა მოსატანია, როცა ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლურშიც კი შეიყვანა უეფას ოფიციალურმა საიტმა. 

რაც შეეხება კობახიძეს, მან ვოლინი-ჰოვერლას შეხვედრა (4:2) შეუცვლელად ჩაატარა და ლამაზი გოლი გაიტანა შორეული დარტყმით, მერე საგოლე პასიც გააკეთა და მოედანზე საუკეთესო იყო.  

ილია ნანობაშვილი