სიახლეები

გურამ კაშია ჰოლანდიური სეზონის სიმბოლურში

გაუზიარე

ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა საიტმა (www.ed.nl) ერედივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში გურამ კაშია შეიყვანა. კაშია არნემის ვიტესის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც თერთმეტეულში მოხვდა. ეს საიტი (აგრეთვე გამოცემა „ეინდჰოვენ დაგბლადი“) ეინდჰოვენურია და ამდენად, პსვ-ს ფეხბურთელები აშკარად სჭარბობენ, თუმცა, მეორე მხრივ რა გასაკვირია: პსვ ხომ ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. 

იყო პერიოდი, როცა კაშიას არცთუ კარგად მისდიოდა საქმე. შარშან, შემოდგომაზე, რამდენიმე მატჩში სათადარიგო იყო, მაგრამ იმ პერიოდმა მალევე გაიარა და კაშია კვლავაც ვიტესის ლიდერი გახდა.  

დავძენთ, რომ ეს პირველი წელიწადი როდია, როცა გურამი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება სხვადასხვა გაზეთისა თუ საიტის ვერსიებით. 

მეკარე: რობინ რუიტერი (უტრეხტი); მცველები: ვან ბეეკი (ფეიენოორდი), კაშია (ვიტესი), პეტერსი (ვილემ II), ვილემსი (პსვ); ნახევარმცველები: ელ აჰმადი, კლასი (ორივე – ფეიენოორდი), გუარდადო (პსვ); თავდამსხმელები: ვიინალდუმი, დე იონგი (ორივე – პსვ), არმენტეროსი (ვილემ II)

ისე, უცნაურია, რომ სიაში არაა პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი და არაა არცერთი აიაქსელი. 

ილია ნანობაშვილი