ნიკა ძალამიძემ ლეხი-იაგელონიას მატჩში მშვენივრად ითამაშა, სულ 35 წუთი დაჰყო მოედანზე და მისი შესვლის შემდეგ ბიალისტოკის გუნდმა სამი გოლი გაუტანა პოზნანელებს. არადა, მანამდე ლეხი 1:0-ს იგებდა. ერთი გოლი ძალამიძის გარღვევასა და კარგ პასს მოჰყვა. 
ქართველ ნახევარმცველს ამ სეზონში 8 საგოლე პასი დაუგროვდა და იაგელონიაში ამ მაჩვენებლით საუკეთესოა. მეორეზე მაცეი გაიოშია 4 საგოლე პასით. მთლიანად ჩემპიონატში კი ყველაზე მეტი საგოლე პასი ვისლას ნახევარმცველ სამირ შტილიჩს აქვს _ 13.  
ეგაა, ძალამიძე გოლების რაოდენობაში მოიკოჭლებს: 28 მატჩი, 3 გოლი. 
ილია ნანობაშვილი 
        გაუზიარე