სიახლეები

ქართველი ქალების "ჯგუფელები" მსოფლიოსთვის ემზადებიან

გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2015 წელს ევრო 2017-ის ბოლო შეხვედრას 27 ოქტომბერს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ისევე, როგორც სასტარტო მატჩს, ამ წლის ბოლო თამაშსაც ქართველი ქალები გასვლაზე გამართავენ.

თუმცა, ამ შეხვედრამე ჩვენი მომავალი მეტოქეები, შვეიცარლები, მსოფლიოს 2015 წლის ქალთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ჩემპიონატი 6 ივნისში, კანადაში აიღებს სტარტს. მანამდე, ბოლო ამხანაგურ მატჩს შვეიცარიის ნაკრები 27 მაისს, ბადენში, ევროპის მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, კი შვეიცარლები სასტარტო შეხვედრაში პლანეტის მოქმედ ჩემპიონს იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შვეიცარიის ნაკრების ქვეჯგუფში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იაპონიის გარდა, კამერუნისა და ეკვადორის გუნდები არიან განთესილები. ქართველი გოგონების მომავალი მეტოქეები, პირველ შეხვედრა 8 ივნისს, იაპონელების წინააღმდეგ ვანკუვერში, ადგილობრივი დროით 19:00 დაიწყება.

 

სფფ-ის პრესსამსახური