სიახლეები

აკაკი გოგია - ბრენტფორდში

გაუზიარე

გერმანული ჰალშერის ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია ივლისიდან ოფიცალურად ინგლისურ ბრეტფორში ითამაშებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა შაბათს საღამოს გაავრცელა. ინგლისელთა ცნობით გოგიამ ბრენტფორდთან რამდენიმე წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლონდონელებს გოგიას ტრანსფერში თანხის გადახდა არ მოუწევთ, რადგან ქართველ ნახევარმცველს ჰალმშერთან კონტრაქტი ივლისში ეწურება. ბრენტფორდის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ 23 წლის გოგია ინგლისურ კლუბში მას შემდეგ ჩაირიცხება, რაც ჰალმშერთან კონტრაქტი ოფიციალურად ამოეწურება. 

ვებ გვერდზე გოგიას მოკლე დახასიათებაც წერია.

''აკაკი საქართველოში დაიბადა, ქალაქ რუსთავში. მან გერმანიის 18 და 19 წლამდე ნაკრებებთან ერთად წარმატებას მიაღწია. გოგიამ კარიერა გერმანულ ვოლსბურგში დაიწყო, რის შემდეგაც განათხოვრებით ჯერ აუგსბურგში, შემდეგ კი სანკტ პაულში ითამაშა. 2013 წლიდან კი ქართველი ნახევარმცველი ჰალშერის ღირსებას იცავს.

გოგია გრიფინ პარკზე(ბრენტფორდის სტადიონი - ავტ.) მრავალი წლით დარჩება და კლუბს სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ ივლისში შეუერთდება''- წერია ბრენტფორდის ვებ გვერდზე.

ორიოდე სიტყვა ვთქვათ ბრენტფორდზეც, რომელიც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში - ჩემპიონშიფში თამაშობს. წლევანდელ სეზონში ბრენტფორდს პრემიერლიგაში გადმოსასვლელად ცოტა დააკლდა, პლეიოფში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ მიდლსბროსთან
დამარცხდა, ისე კი სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

ბრენტფორდი ლონდონშია ბაზირებული და საშინაო მატჩებსაც ინგლისის დედაქალაქში, გრიფინ არენაზე ატარებს. სტადიონი 13 000-მდე მაყურებელს იტევს.

მოამზადა ოთო მუმლაძემ