სიახლეები

ქართველი ქალების მეტოქეები სამზადისს შეუდგნენ

გაუზიარე

ევრო 2017 -ის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები სამზადისს იწყებენ. იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კაბრინიმ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 57 წლის მსოფლიო ჩემპიონის განკარგულებაშია 3 ლეგიონერი. იტალიელი ქალები პირველ საწვრთნელ ოფიციალურ შეხვედრას 28 მაისს, იაპონიის ნაკრებთან გამართავენ.

ეს გუნდები ნაგანოში მერვედ შეხვდებიან ერთმანეთს. იტალიისა და იაპონიის ნაკრებების ურთირთშეხვედრებში იტალილთა უპირატესობა სახეზეა, 7 მოგებული თამაში. თუმცა ფიფა-ს უკანასკნელი რეიტინგით ისინი მხოლოდ მე-13 საფეხურზე არიან, მაშინ როცა ამომავალი მზის ქვეყნის ქალთა ნაკრები მე-4  ადგილზეა გერმანიის, აშშ-სა და საფრანგეთის შემდეგ.

იტალიის ნაკრები ევრო -2017-ის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 18 სექტემბერს შინ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი არის პირველი ოფიციალური თამაში ჩვენი გოგონებისთვისაც ევროპის შესარჩევ ციკლებში.