სიახლეები

ოქროს ინტრიგა დასრულდა, ვერცხლისღა დაგვრჩა

გაუზიარე

თუკი 13 მაისი აქამდე თბილისის დინამოს ტრიუმფთან და უდიდეს ქართულ საფეხბურთო ზეიმთან ასოცირდებოდა, ამიერიდან ეს თარიღი გორის დილას ისტორიაშიც ჩაიწერება – სწორედ ამ დღეს გაინაღდა შიდაქართლურმა კლუბმა პირველი ქართული საჩემპიონო ტიტული.
ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდის ჩემპიონობა ერთ კითხვასაც კი არ აჩენს – მთელი სეზონის განმავლობაში დილა ყველაზე სტაბილურად და ყველაზე ხარისხიანად თამაშობდა და დასახული მიზნისკენ მიზანმიმართულად მიდიოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდის 25 წლის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის წვლილი, რაზეც `ჩვენი თამაშის~ უახლოეს ნომრებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
სამტრედიაში რომც ვერ მოეგო, დილა მაინც დარჩებოდა ჩემპიონობის უპირველეს პრეტენდენტად, თუმცა გორელებმა საქმე არ გადადეს, გუნდის კაპიტან ალექსანდრე კვახაძის გოლით გაიმარჯვეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მდევართათვის მიუწვდომელნი გახდნენ.
დინამო თბილისმა ზუგდიდი არ დაინდო, შვიდი უპასუხო ბურთი გაუტანა, ბათუმელთა მარცხით ისარგებლა და მესამედან მეორე პოზიციაზე აინაცვლა. მართალია, ეს ორივე საფეხური იძლევა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას, მაგრამ ცხადია, განსხვავება მაინც არის. ასე რომ, ცხრილის ზედა ნაწილს ინტრიგა ბოლომდე არ დაუკარგავს.
საბოლოოდ გაინაღდა მეოთხე ადგილი ცხინვალმა, თუმცა ეს ევროსარბიელზე მოხვედრის გარანტია არ არის – საამისოდ კახა კაჭარავას გუნდს საქართველოს თასის ფინალში დინამო თბილისის გამარჯვება სჭირდება. თუ სამტრედიამ მოიგო, ევროპის ლიგაზე სწორედ იმერული კლუბი ითამაშებს, ცხინვალის მიზანი კი განუხორციელებელი დარჩება.
ვიტ ჯორჯიამ ცხრილის ფსკერიდან ამოსვლის კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან – რუსთავში უსახსრობით გაწამებულ მეტალურგს ვერ აჯობა. ვეტერინარებს საპლეიოფო ზონამდე დაწინაურების კიდევ ერთი პერსპექტივა კვირას მიეცემათ, როცა ფოთის კოლხეთს უმასპინძლებენ.
ბოლნისის სიონმა კი ნანატრი გამარჯვება გორში იზეიმა და თუ სასწაული არ მოხდა, უმაღლეს ლიგაში ყოველგვარი გადათამაშების გარეშე დარჩება.

ტურის ფეხბურთელი
გიორგი ჩირგაძე (დინამო თბ)
ზუგდიდთან მატჩში ყველაზე მეტად ორი დინამოელი გამოირჩეოდა – გიორგი ჩირგაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი. ჰეთთრიქი მაინც სხვაგვარად ფასობს და ამიტომაც, ტურის ფეხბურთელად ჩირგაძეს ვასახელებთ. დილას ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირისა და თანაგუნდელ გიორგი პაპუნაშვილის შემდეგ ჩირგაძე მხოლოდ და მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ჰეთთრიქი შეასრულა, თავდამსხმელთაგან კი სულაც პირველია...

ლევან ჯანეზაშვილი


1. დილა 28 18 6 4 46-20 60
2. დინამო თბ 28 16 6 6 51-26 54
3. დინამო ბთ 28 16 4 8 34-23 52
4. ცხინვალი 28 15 4 9 39-34 49
5. ჩიხურა 28 12 7 9 37-32 43
6. სამტრედია 28 12 6 10 35-27 42
7. ტორპედო 28 10 10 8 38-30 40
8. გურია 28 10 8 10 33-35 38
9. შუქურა 28 10 8 10 33-35 38
10. კოლხეთი 28 9 9 10 30-29 36
11. მერანი 28 9 8 11 26-28 35
12. ზუგდიდი 28 7 9 12 20-42 30
13. ზესტაფონი 28 6 8 14 40-55 26
14. სიონი 28 7 5 16 26-43 26
15. მეტალურგი 28 6 7 15 22-38 25
16. ვიტ ჯორჯია 28 6 5 17 26-37 23

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 14
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 9
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 7
შინდაგორიძე (სპარტაკი) 7
ჩირგაძე (დინამო) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
ქავთარაძე (დინამო ბთ) 6
ჩელებაძე (შუქურა) 6

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 9
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7
შალამბერიძე (გურია) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
ქავთარაძე (დინამი ბთ) 4

გოლი+პასი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 17 (12+5)
მოდებაძე (დილა) 16 (14+2)
შალამბერიძე (გურია) 12 (7+5)
დ. სიჭინავა (სიონი) 12 (9+3)
კვეკვესკირი (დილა) 12 (7+5)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
გეწაძე (სამტრედია) 11 (2+9)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10 (8+2)
კაჭარავა (სპარტაკი) 10 (8+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 10 (6+4)
ჩელებაძე (შუქურა) 9 (6+3)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 8 (1+7)
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 8 (5+3)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4
ჩიკვაიძე (ჩიხურა) 4
კირკიტაძე (ტორპედო) 4
მოდებაძე (დილა) 4
დ. სიჭინავა (სიონი) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო თბ) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (დინამო ბთ) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო თბ) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
პაულო ვიქტორი (შუქურა) 1
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 1
ბეგაშვილი (მერანი) 1
ალავიძე (დინამო ბთ) 1
ივანიშვილი (ცხინვალი) 1
ერისთავი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1
ერისთავი (დილა) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
უგულავა (სიონი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1
მერლანი (სიონი) 1
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
მოდებაძე (დილა) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ვ. კვარაცხელია (ტორპედო) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2
შინდაგორიძე (ცხინვალი) 2
შ. ჯიქია (კოლხეთი) 2
ჯიღაური (დინამო თბ) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 30
0:0 27
0:1 23
2:1 22
2:0 19
1:1 14
2:2 13
3:0 12
1:2 10
3:1 10

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მიგინეიშვილი (დილა) 303
კაკალაძე (შუქურა) 295
დაუშვილი (დინამო თბ) 194
სეფიაშვილი (კოლხეთი) 134
შეროზია (ვიტ ჯორჯია) 110
ნადირაძე (მეტალურგი) 105

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411
მამინაშვილი (დინამო ბთ) 410

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 27
დ. ხარიტონაშვილი 22
გ. ვადაჭკორია 22
გ. ყრუაშვილი 18
ჯ. ხორავა 15
ა. ნონიკაშვილი 15
ბ. ნინუა 14
გ. კიკაჩეიშვილი 12
ი. კვირიკაშვილი 12
ლ. კვარაცხელია 11
ა. ბასლეჰლო 9
დ. სანოძე 7
ხ. გაგნიძე 7
თ. გვანცელაძე 6
გ. დოგრაშვილი 5
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
მ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1