სიახლეები

რომან ჭანტურიას მორიგი გოლი

გაუზიარე

რომან ჭანტურიამ ემპოლის დუბლებში კვლავ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ამჯერად ლაციოს მეორე გუნდის კარი აიღო. როცა დედაქალაქელები 2:1 იგებდნენ, თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოედანზე ჭანტურია გამოჩნდა და მატჩის მიწურულს ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. ამ ფრის შემდეგ ემპოლის სარეზერვო გუნდის აქტივში 45 ქულაა, ჭანტურიას გუნდი პრიმავერას (იგივე დუბლების) ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში ემპოლის დუბლების რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. სასიხარულოა, რომ ჭანტურია თავისი ასაკობრივი ნაკრების ელიტრაუნდის სტარტს ასეთ კარგ ფორმაში ხვდება.

პაატა ძნელაძე