სიახლეები

ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის სამზადისს იწყებს

გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის სამზადისს 18 მაისიდან დაიწყებს. თამაზ კოსტავას შეგირდები თბილისში, სასტუმრო „გოლდენ პალასში“ შეიკრიბებიან და „ბასაზე“ ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ.

23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით კი ქართველი ფეხბურთელები ბაქოში გააგრძელებენ საწვრთნელ შეკრებას, სადაც აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებთან 26 და 29 მაისს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცი ეტაპზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის 18 სექტემბერს თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას, გასვლაზე გამართავს იტალიაში.

სფფ-ის პრესსამსახური