სიახლეები

ირაკლი მაისურაძე: კიდევ ერთი წლით ანორთოსისში

გაუზიარე

ანორთოსისის საყრდენმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ფეხბურთელს ვკითხეთ და ინფორმაცია დაგვიდასტურა. 26 წლის მაისურაძე შარშან ზაფხულს გადავიდა ანორთოსისში და მუდმივად თამაშობს: 25 მატჩი სეზონში. როგორც იცით, მისი თანაგუნდელია გიორგი აბურჯანია, რომელსაც ასევე უწყვეტი პრაქტიკა აქვს, თუმცა შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდეს. 

ანორთოსისი ამჟამად მეხუთე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის მინიმალური შანსიღა დარჩა. 

ილია ნანობაშვილი