დღეს, დღის 13:00 საათზე, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია:
1. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გარიგებული მატჩების შესახებ
2. სხვადასხვა
„სხვადასხვა“-ში რამდენიმე საკითხია გაერთიანებული, რომელზეც აღმასკომი ასევე იმსჯელებს.
ოფიციალური განცხადება და კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
სფფ-ის პრესსამსახური