სიახლეები

კობახიძე თავის ორ გუნდს დაეხმარა

გაუზიარე

სანდრო კობახიძის ვოლინი დონეცკის შახტარს მაგრად დაუდგა და ქულა აიღო. შეხვედრა 0:0 დასრულდა. 28 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც: ვოლინში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფეხბურთელი გახლდათ. 

კობახიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში გაფრთხილება მიიღო უხეშობისთვის, ორ წუთში კი ხიფათი შექმნა შახტარის კართან და ოდნავ ააცილა. 

ვოლინი მერვე ადგილზეა. როგორც იცით, სანდრო დნიპროს ეკუთვნის და ვოლინში იჯარითაა სეზონის ბოლომდე. ახლა დნიპრო ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და შახატრს ერთი ქულით უსწრებს, ასე რომ, კობახიძე ამ ფრეთი თავის ორ გუნდს დაეხმარა – დნიპროსაც და ვოლინსაც. უკრაინული პრემიერლიგიდან მეორეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის. 

როგორ გაგრძელდება კობახიძის კარიერა ზაფხულიდან, ჯერ უცნობია. ზამთარში მის შეძენას თურქული ქასიმფაშა აპირებდა, მაგრამ დნიპროს მიერ მოთხოვნილმა თანხამ დააფრთხო და მოლაპარაკება აღარ გაგრძელდა.  

ილია ნანობაშვილი