სიახლეები

დილას კაკაბაძე უნდა, კაკაბაძეს - ანორთოსისი

გაუზიარე

თბილსის დინამოს 19 წლის მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე შესაძლოა, გორის დილაში გადავიდეს. გორელებს საქართველოს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვთ და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგისა თუ  ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩებისთვის გაძლიერებას აქედანვე აპირებენ. როგორც კაკაბაძემ გვითხრა, მას დინამოდან წასვლა მოუწევს, რადგან თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 1 ივნისს უმთავრდება. თუმცა, კაკაბაძე არ ადასტურებს ინფორმაციას მისი დილაში გადასვლის შესახებ. დინამოს მარჯვენა მცველის თქმით, უფრო რეალურ ინტერესს მის მიმართ კვიპროსული ანორთოსისი იჩენს. 

ოთო მუმლაძე