სიახლეები

დაუშვილი კარპატის ტოვებს, მისი მსურველი ჩერნომორეცი და მეტალურგია

გაუზიარე

ლვოვის კარპატის ერთადერთი ლეგიონერი ქართველი ბუბა დაუშვილია, მაგრამ, როგორც ჩანს, კარპატელთა რიგებს მალე იგიც დატოვებს. ლვოველები უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, მაგრამ, როგორც უნდა დაასრულოს სეზონი კარპატიმ, სავარაუდოდ, დაუშვილი გუნდს მაინც დატოვებს.

ადრე თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რუსული პრემიერლიგის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მაშინ სავიზო პრობლემის გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი დაუშვილის მიმართ ინტერესს ორი უკრაინული გუნდი გამოთქვამს, საუბარია ოდესის ჩერნომორეცსა და ზაპაროჟიეს მეტალურგზე. 

საქართველოს ნაკრების კანდიდატი კარპატიმდე ზესტაფონის ღირსებას იცავდა და ამ გუნდის შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა შემდეგ, ზესტაფონის წინააღმდეგობის მიუხედავად, უფრო ძლიერ კლუბს მიაშურა და ორი წელია, უკვე ლვოველთა ღირსებას იცავს.

პაატა ძნელაძე