ნორვეგიაში სტაბეკმა ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი მოიგო, კერძოდ, ტრომსიოსთან 2:0. სტაბეკს ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და ლიდერთა ჯგუფშია. ქართველმა ლეგიონერმა, 20 წლის გიორგი გოროზიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.
ხუთი ტურიდან გიორგიმ ერთი გამოტოვა: ოდ გრენლანდთან 0:2 წაგებული თამაშისას გააძევეს.
შეგახსენებთ, გოროზია შარშან ზაფხულს თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა სტაბეკში. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.
გაუზიარე