უკრაინის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დნიპრომ 0:1 წააგო დონეცკის შახტართან. ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, ჯაბამ ჩემპიონატის წინა ტური გამოტოვა, რადგან მწვრთნელმა დაასვენა _ დნიპრო ხომ ევროპის ლიგის ნახევარფინალშია გასული, ამიტომაც მირონ მარკევიჩი შემადგენლობის როტაციას მიმართავს.
ისე, დნიპროელებს გვარიანად არ გაუმართლათ: სელეზნიოვმა პენალტი ვერ გაუტანა შახტარს, ბოლო წუთზე კი ფედეცკიმ გოლი შეაგდო, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე დაუფიქსირეს.
შახტარი-დნიპროს საპასუხო შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.
ილია ნანობაშვილი
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/2019-08/1_0.png?itok=GdvsdsaQ)
გაუზიარე